ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 

 
RSS Feeds

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ’’ოცნება’’

 

  ქალაქ წყალტუბოს არასახელმწიფო საერო სკოლა ’’ოცნება’’ დაარსდა 2000 წელს. თავდაპირველად გაიხსნა პირველი და მეხუთე კლასები. პედაგოგიურმა კოლექტივმა გახსნის დღიდანვე დაიწყო საინტერესო და მრავალფეროვანი მუშაობა. მუშაობამ შედეგი გამოიღო. სკოლა აქტიურად არის ჩართული სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში, flex-ის პროგრამებში, სასკოლო, საქალაქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, ინტელექტუალურ თუ სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად სკოლას მრავლად აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დიპლომები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

  სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. სწავლებისთვის გამოყენებულია კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, დარბაზი ღონისძიებების ჩასატარებლად, სასადილო, სპორტული დარბაზი და მოედანი. ისწავლება ინგლისური, რუსული, არაბული და გერმანული ენები, რაც საშუალებას აძლევთ მოსწავლეებს ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

 

  რეგიონი:                  იმერეთი

  ქალაქი:                    წყალტუბო

  მისამართი:              კოლხეთის ქუჩა №2

  საფოსტო ინდექსი:   5400

  სკოლის კოდი:         17-024

  სკოლის ტიპი:          კერძო

  ტელეფონი:              +995599507773; 022405

  ვებ გვერდი:             www.skolaocneba.ge