ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში
შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“
სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად.
სკოლამ სასწავლო წლის დასაწყისში დაისახა ამოცანები, გამოკვეთა პრიორიტეტები და რეგულარულად აწარმოებდა მისი შესრულებასა და მონიტორინგს.
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებების კუთხით შემუშავდა სასწავლო პროგრამები/ კურიკულუმები. დაიხვეწა და მოწესრიგდა სასკოლო დოკუმენტაცია. საჭიროებისამებრ, მოხდა ცვლილებების შეტანა და ახლის დამტკიცება. სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეიქმნა და დაინერგა ვალიდური, გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია; მოხდა სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით; სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება; სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება; სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი; საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა; ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება.
სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლო-სადამრიგებლო დარგებში. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება.
სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სასწავლო-სადამრიგებლო მიდგომები და მეთოდები მორგებულია კლასკონტიგენტის ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თუმცა სკოლა ასევე ხელმძღვანელობს შიდა სასკოლო სტანდარტით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა უნარებისა და ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას თითოეულ საგანში.
ტუტორის საათის ფარგლებში სკოლა ზრუნავს მოსწავლეებს გამოუმუშავოს შემდეგი უნარები: კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაბელურობის უნარის გამომუშავება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, დისკუსიის გამართვა, იდეების გენერირება, ჯგუფური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, სოციუმთან ადაპტაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა, ემოციური ინტელექტი. მოსწავლეთა ემოციური ფონის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესში ჩაერთვება სკოლის ფსიქოლოგი, რომლის მუშაობის მიზანიც იქნება მოსწავლეებს უკეთ შეაგრძნობინოს მე-კონცეფციის არსი, აუმაღლოს მოსწავლეებს თვითშეფასების კრიტერიუმი, იმუშაოს მოსწავლეთა კომპლექსების აღმოფხვრაზე (მაგ: პრეზენტაბელურობა, თვითგამოხატვა და სხვა), განავითაროს მოსწავლეთა კოგნიტური პროცესები.
სადამრიგებლო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დამრიგებელი-ტუტორი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის,სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხშები, ეხმარება მოსწავლეებს ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში. სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა სხვადასხვა კათედრის მიერ ორგანიზებული აქტივობები.
ადამიანური რესურსის განვითარების კუთხით დასახული ამოცანებიდან
1 .პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება;
2. ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელდა შედეგიანი აქტივობები. დაინერგა და შემუშავდა პრევენციული და ინტერვენციული პერსონალის მართვის პოლიტიკა; თანამშრომელთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმი; თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო შეიქნა ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაზიარდა პრაქტიკაში; ხარისხის მართვის კოორდინატორისა და კათედრის წარმომადგენლის მხრიდან ხორციელდებოდა გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის ხდებოდა უკუკავშირის გაზიარება.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნიეთ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მათ შორის საკლასო ოთახების და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის, ინვენტარის და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობების, კომპიუტერული ტექნიკის (კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის) მდგომარეობის შემოწმება და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა, შედეგების ანალიზი და ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება. დასახული ამოცანებიდან
1. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
2. საგანმანათლებლო/ სასწავლო რესურსების განახლება/შევსება, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სკოლის კეთილმოწყობა, რიგ სართულებზე შენარჩუნდა არსებული მდგომარეობა. კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მეორე სართულის ფოიეში, საკლასო ოთახებში და აღიჭურვა ახალი ინვენტარით, მერხებით, დაფებით. სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დაემატა ახალი პრინტერი. შივსო წიგნადი ფონდი, მოხდა საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტების ცდების ჩატარებისათვის აუცილებელი მასალებით მომარაგება. სპორტული ინვენტარის განახლება. შეძენილის და გაკეთებულის მიუხედავად, დაგეგმილია მომდევნო სასწავლო წლისთვის ახალი სასკოლო ინვენტარის შეძენა;
უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
დასახული ამოცანებიდან:
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
2. უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
3. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: უწყვეტად მიმდინარეობდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორიის დაცვა; სასკოლო სივრცეში არსებული წესების სასკოლო საზოგადოებისათვის გაცნობა; სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობა; ვიდეო კამერების მონიტორინგი; მასწავლებელთა მორიგეობის სისტემის შექმნა; სკოლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვა; ცნობიერების ამაღლების მიზნით მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზება. შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ორგანოსთან შესათანხმებლად. სკოლამ განაცხადი წარადგინა შენობის ექსპლოატაციის უსაფრთხოების შესახებ. ასევე, მიმართა შესაბამის უფლებამოსილ უწყებას შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. სკოლამ ხელშეკრულება გააფორმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტთან. სკოლა უზრუნველყოფს ასევე ფსიქოლოგიურ მომსახურებას. სკოლამ შეიმუშავა უსაფრთხოებისა და დალადობის წესი, რომელიც შესათანხმებლად გააგზავნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
სკოლა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, საევაკუაციო გეგმა სართულებზე განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდებოდა სკოლის პერსონალის პერიოდული გადამზადება უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. ტარდებოდა სწავლება-სახანძრო ევაკუაციასა და საგანგებო სიტუაციებში სკოლის პერსონალის მოქმედებათა ოპერატიულობის მონიტორინგის მიზნით.
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა
დასახული ამოცანებიდან
1.მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა;
2. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში;
3. მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა;
4. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, შესრულდა აქტივობები: სკოლის დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებს;
დირექცია მხარს უჭერდა სკოლის თვითმმართველობის ინიციატივებს და მისი დახმარებით ახორციელებდა მათ. თვითმმართველობის მიერ განხორციელებული აქტივობებია: “მასწავლებლის დღე; საახალწლო კარნავალი; 8 მარტი, 14 აპრილი; კონფერენცია „მე და ქიმია“; 26 მაისი; მოვალთ იმედად ხვალისა“.
ჩატარდა მშობელთა კმაყოფილების კვლევა, შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი დაიხვეწა/გაუმჯობესდა; მშობლების მონაწილეობითა დ ამხარდაჭერით დაორგანიზდა სხვადასხვა ღონისძიებები და პროექტები.
დაიხვეწა მშობლებთან ურთიერთობები; ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით ყოველდღიური კომუნიკაცია წარმოებდა მშობელთან; დამრიგებელთა მიერ მშობლებთან კომუნიკაციისთვის ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები (მეილი, ტელეფონი, სოციალური ქსელი და ა.შ).
2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა მშობლებთან შეხვედრას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია გვეხმარება პრობლემების გამოკვეთასა და მათ დროულად მოგვარებაში. მშობლებს აქვთ სისტემატიური ინფორმაციული წვდომა სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, ისინი არასოდეს არ განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს. აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციას მშობელი იღებს განმავითარებელი შეფასების სქემის საშუალებით, რომელსაც ავსებენენ საგნის პედაგოგები და ეგზავნებათ მშობლებს ელექტრონულ მისამართზე როგორც სემესტრის ასევე წლის ბოლოს.
სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს უზრუნველყო მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების, მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით. მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადეს და მიაწოდეს მათ შესაბამისი მასალები, როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად. მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები თემატური დავალებები და სხვა. გაიმართა საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოყენებული იქნა ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი, ვიდეოზარები, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტა, ელექტრონული ჟურნალი და სხვა. მშობლეთან ურთიერთობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ფუნქიონირებს მშობელთა სათათბიროები, რომლის მიზანიცაა ინფორმაციული გაცვლა მშობელსა და სკოლას შორის.
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა და მიღებული შედეგების ანალიზი.
მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება
დასახული ამოცანებიდან
1. მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;
2. დამატებითი სერვისების განვითარება;
3. მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის დამკვიდრება; სწავლა-სწავლების პროცესში მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების შეთავაზება; შიქმნა შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები, რომლის მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების ფარგლებში სასკოლო ინტერესების გატარების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე სკოლის პოპულარიზაცია, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, კულტურული, სამეცნიერო და შემოქმედებითი სწავლების ხელშეწყობა, ინფორმირებულობის გაზრდა, მოსწავლეთათვის საინტერესო თემების პოპულარიზაციაში ხელშეწყობა, აგრეთვე, ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.
კლუბების/წრეების ფუნქციონირება და გამრავალფეროვნება; სკოლაში ფუნქციონირებს აგრო კლუბი, შეფკლუბი, მოგზაურთა კლუბი, ეკო კლუბი. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლის დირექტორის და ამავე დროს ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მიერ მე-5 მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი „მწვანე ჯილდო“. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შესაბამისი სასწავლო აქტივობები (გასვლითი გაკვეთილები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.). აღნიშნული პროექტი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გადაყვანილ იქნა ნახევარ ფინალში.
სკოლამ დანერგა მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები, რომელიც წარმოადგენს სხვადასასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან. ადაპტაციის მიზნებია:
ა) ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია;
ბ) ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება;
გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა შესახებ ინფორმირება;
დ) ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა.
სკოლამ ასევე შეიმუშავა მოსწავლის კანონით განსაზღვრული უფლებების გასაჩივრების წესი. წინამდებარე პროცედურა ეხება შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მთელ საზოგადოებას - მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს (შემდგომში - მშობელი) და სკოლის თანამშრომლებს. პროცედურა უნდა იქნას დაცული როგორც ცალკეული, ასევე ერთობლივი საჩივრის არსებობის შემთხვევაში სკოლის საზოგადოების წევრების მხრიდან, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის მხრიდან დაირღვა ან არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობა, სკოლის პოლიტიკა და პროცედურები.
ორგანიზაციული განვითარება
სკოლამ შეიმუშავა სტრატეგიული განვითარების, სამოქმედო და სასკოლო-სასწავლო გეგმის შეფასების ინდიკატორები, მისი მონიტორინგის და განახლების მექანიზმები; მიმდინარეობდა სკოლის თანამშრომლების შერჩევა ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და ესგ-ს მოთხოვნების საჭიროებისამებრ ღია კონკურსის წესით; განხორციელდა მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და განახლება (საჭიროების შემთხვევაში); განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით მაკონტროლებელ ორგანოებთან ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა და ადვილად ხელმისაწვდომობა, სტრატეგიული გეგმის მიზნების შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვა, განკარგვა და მონიტორინგი. სკოლის ცნობადობის გაზრდის კუთხით, სკოლაში არსებული მმართველობითი პოლიტიკისა და სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით თემში სკოლის მიმართ გაიზარდა ინტერესი; სკოლის სოციალური ქსელის, ვებ-გვერდის გამოყენებით კიდევ უფრო ამაღლდა სკოლის პოპულარიზაცია.
დაორგანიზდა სკოლის თვითშეფასების პროცესისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.
ბოლოს განახლდა (ორშაბათი, 19 აგვისტო 2024 16:05)